Google
 

ა.შ.შ-ს ანესთეზიოლოგთა ასოციაციის პაციენტის ფიზიკური სტატუსის კლასიფიკაცია

American Society of Anesthesiologists Physical StatusClassification System


ASA I - კლინიკურად ჯანმრთელი პაციენტი
• პაციენტის ჯანმრთელობა: კარგი, სისტემური დაავადება არ აქვს
• ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა: არა
• სიცოცხლის საშიშროება: არა
გამონაკლისია: ძალიან პატარა, ან ძალიან ხანდაზმული პაციენტები

ASA II - პაციენტები კომპენსირებული სისტემური ცვლილებებით
• პაციენტის ჯანმრთელობა: დაავადება მოიცავს სხეულის ერთ სისტემას
• დაავადების სტატუსი: კარგად კონტროლირებადი
• ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა: არა
• სიცოცხლის საშიშროება: არა
მაგალითად: კარგად კონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია, კომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი ინსულინის გამოყენების გარეშე, სიმსუქნე (ნორმალურ წონაზე 30%-ით მეტი) ლაბორატორიული ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებენ კორექციას და სხვა

ASA III - ზოგადი მძიმე მდგომარეობა სერიოზული დეფიციტით
• პაციენტის ჯანმრთელობა: დაავადება მოიცავს სხეულის ერთ სისტემაზე მეტს, ან ერთ მთავარ სისტემას
• დაავადების სტატუსი: კონტროლირებადი
• ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა: აქვს, მაგრამ არაა მწყობრიდან გამოსული
• სიცოცხლის საშიშროება: ახლო პერიოდში არაა
მაგალითად: დატვირთვის სტენოკარდია, ქრონიკური ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, ლოკალური პერიტონიტი, იმობილიზაცია, პარენტერალური კვება, დეკომპენსირებული დიაბეტი, თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადება და სხვა.

ASA IV - მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა
• პაციენტის ჯანმრთელობა: ცუდი, აქვს ერთი, ან მეტი მძიმე დაავადება
• დაავადების სტატუსი: ცუდად კონტროლირებადი, ბოლო სტადიაში
• ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა: მწყობრიდან გამოსული
• სიცოცხლის საშიშროება: შესაძლო
მაგალითად: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკური მდგომარეობა, დიდი ხნის გაუვალობა, ღვიძლის და თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა და სხვა.

ASA V - პაციენტი გადარჩენის მინიმალური შანსით
• პაციენტის ჯანმრთელობა: ძალიან ცუდი, მომაკვდავი
• ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა: მწყობრიდან გამოსული
• სიცოცხლის საშიშროება: მაღალი ალბათობა
მაგალითად: აორტის რუპტურა, გულის რუპტურა და სხვა.

E - ნიშანი ემატება სასწრაფო შემთხვევებში წინასაოპერაციო მომზადების გარეშე.