| შენიშვნები: 
ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელი, ან MELD Score გამოიყენება დაავადების შედარებით სიმძიმისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი პაციენტების სავარაუდო გადარჩენის შესაფასებლად.MELD+Na ქულის სისტემში დატებულია შრატის Na-ის პარამეტრი, რითაც ვითვალისწინებთ ჰიპონატრიემიის დამატებით რისკს.პროგნოზირებს სამთვიან გადარჩენას პაციენტებში (12+ წლის) ღვიძლის ციროზით. 12 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა შეფასდნენ PELD ქულით. ქულები მერყეობს 6-დან 40-მდე, უფრო მაღალი ქულები დაკავშირებულია ღვიძლის დისფუნქციის გაზრდილ სიმძიმასთან და უფრო მაღალ სამთვიან სიკვდილობასთან.მონაცემები აღებული უნდა იყოს არაუმეტეს 48 საათისა.MELD შეიძლება გამოყენებულ იქნას ღვიძლის ბოლო სტადიის მქონე ნებისმიერ პაციენტზე, ეტიოლოგიის მიუხედავად.რამდენიმე მდგომარეობა წარმოადგენს MELD-ის გამონაკლისს და იღებს განსხვავებულ ქულას: ჰეპატოცელულარული კარცინომა, ჰეპატოპულმონარული სინდრომი, პორტოპულმოარული ჰიპერტენზია, ოჯახური ამილოიდური პოლინეიროპათია, პირველადი ჰიპეროქსალურია, 
ცისტური ფიბროზი, ჰილარული ქოლანგიოკარცინომა და ღვიძლის არტერიის თრომბოზი.ასევე გამორიცხვის კრიტერიუმია მწვავე შექცევადი მდგომარეობების არსებობა, როგორიცაა: სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი ან პრერენალური აზოტემია მეორადი დეჰიდრატაციის გამო. ამიტომ, 
ავტორების აზრით (Kamath 2007), შკალა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ამ შექცევადი 
მდგომარეობების მკურნალობის შემდეგ.თუ პაციენტს ჩაუტარდა 2 ან მეტი ჰემოდიალიზის სეანსი, ან 24 საათიანი CVVHD ქულის 
დათვლამდე ერთი კვირის განმავლობაში, კრეატინინი ავტომატურად დაითვლება 4 მგ/დლ-ზე, კრეატინინის მაქსიმალური დონე, რომელიც დაშვებულია მოდელში.დამატებითი ინფორმაცია MELD და PELD ქულების შესახებ არის UNOS-ის ვებ გვერდზე |