| მედიკამენტი |
ეფექტი |
| დიურეტიკები: |
| ეტაკრინის მჟავა |
ახალშობილთა სიყრუე. |
| თიაზიდები |
ახალშობილთა თრომბოციტოპენია. |
| b -ადრენობლოკატპრები |
ინტრანატალური ზრდის შეფერხება, ახალშობილთა ჰიპოგლიკემია, ბრადიკარდია. |
| საშვილოსნოს შესაკუმში საშუალებები: |
| ოქსიტოცინი |
ბოლუსურ დოზას მშობიარეში შეუძლია მოგვცეს ვაზოდილატაციით გამოწვეული ჰიპოტენზია. დიდი დოზის შემდეგ საშვილოსნოს ჰიპერტონუსის გამო შეიძლება განვითარდეს ნაყოფის ჰიპოქსია. /td>
|
| მეთილერგომეტრინი |
ვაზოკონსტრიქცია, ჰიპერტენზია, ფილტვის შეშუპება. |
| კარბოპროსტი (პროსტაგლანდინ F2a) |
ბრონქოსპაზმი, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერთერმია, წამოწითლება, ჰიპერტენზია, კარდიოვასკულარული კოლაპსი. |
| ტოკოლიზური საშუალებები: |
| რიტოდრინი (b აგონისტი) |
დედის ტაქიკარდია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, შეგუბებითი გულის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება. (განსაკუთრებით სტეროიდებთან კომბინაციაში) |
| ეტოსიბანი (ოქსიტოცინის რეცეპტორების ანტაგონისტი) |
გულისრევა, პიღებინება, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, ტავბრუსხვევა, წამოწითლება, ჰიპერგლიკემია, ინექციის არეში ტკივილი. უფრო იშვიათად კანზე გამონაყარი და ქავილი, ცხელება, უძილობა. |
| ნიფედიპინი |
გვერდითი მოვლენები ნაკლებია, ვიდრე b ადრენობლოკატორების შემთხვევაში. |
| ინდომეტაცინი (პროსტაგლანდინების ინჰიბიტორი) |
არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა. |
| ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: |
| დიაზოქსიდი, ნიფედიპინი, ვერაპამილი |
შეუძლიათ საშვილოსნოს აქტივობის დათრგუნვა. |
| ანგიოტენზინ გარდამქმნელი ჰორმონის ინჰიბიტორები |
ინტრანატალური ზრდის შეფერხება, ოლიგოჰიდრამნიოზი, ახალშობილის ანურია. |
| ნატრიუმის ნიტროპრუსიდი |
ციანიდებით ინტოქსიკაცია |
| ანტიკოაგულანტები: |
| ვარფარინი |
ტერატოგენულია, განსაკუთრებით I ტრიმესტრში, დედისა და ნაყოფის ჰემორაგიული გართულებების მაღალი რისკი, არ გამოიყენება ორსულობის 36 კვირის შემდეგ. |
| ჰეპარინი |
არ გადის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ უსაფრთხოა. |
| ბარბიტურატები: |
| თიოპენტალი |
ახალშობილის დეპრესია |
| ბენზოდიაზეპინები: |
| დიაზეპამი |
ახალშობილის დეპრესია, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია, |
| ნარკოტიკული საშუალებები: |
ინტრანატალური ზრდის შეფერხება, წამლისმიერი დამოკიდებულება, ორსულის აბსტინენციის დროს ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი, ახალშობილის დეპრესია, ორსულის კუჭ-ნაწლავის პასაჟის შეფერხება. |
| არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: |
| ინდომეტაცინი |
არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა. |
| ასპირინი |
სამშობიარო მოქმედების გახანგრძლივება, დიდ დოზებში სისხლდენის საშიშროება. |
| ანტიკონვულსანტები: |
| მაგნიუმის სულფატი |
კუნთების სისუსტე, სუნთქვის დეპრესია, კუნთოვან რელაქსანტებთან სინერგიზმი. |
| ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი |
თანდაყოლილი მალფორმაციები, ენზიმების ინდუცირება იწვევს ვიტამინ K-ს შემცირებას და ახალშობილის სისხლდენისათვის განწყობის მომატებას. ორსულობს 36 კვირის მერე უნდა დავნიშნოთ ვიტამინი K. |
| ინჰალაციური ანესთეტიკები: |
| ჰალოტანი, ენფლურანი, იზოფლურანი |
დოზაზე დამოკიდებული ახალშობილის დეპრესია, საშვილოსნოს რელაქსაცია, ჰიპოტენზია. ტერატოგენულობის დამამტკიცებელი მასალები არ არის. |
| ადგილობრივი ანესთეტიკები: |
| პრილოკაინი |
მეთჰემოგლობინემია > 600მგ (8მგ/კგ) |
| ლიდოკაინი |
დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფისა და ორსულის დეპრესია, განსაკუთრებით ეპიდურული გაუტკივარების დროს. |
| ბუპივაკაინი |
ნაყოფის ბრადიკარდია, განსაკუთრებით პარაცერვიკალური ბლოკის შემთხვევაში. მინიმალური ეფექტი ნერვულ სისტემაზე. |
| კუნთოვანი რელაქსანტები: |
ოთხამონიუმიანი შენაერთები არ გადიან პლაცენტას კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით. |
| ანტიქოლინერგული საშუალებები: |
| ატროპინი |
ნაყოფის ტაქიკარდია |
| გლიკოპიროლატი |
ოთხამონიუმიანი შენაერთები არ გადიან პლაცენტას კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით. |
| კორტიკოსტეროიდები: |
დიდ დოზებს შეიძლიათ ორსულისა და ახალშობილის თირკმელზედა ჯირკვლის დეპრესიის გამოწვევა. ამ შემთხვევაში მშობიარობის დროს საჭიროა კორტიკოსტეროიდების დამატებითი დოზის დანიშვნა. |