მოხსენება დედათა სიკვდილიანობის შესახებ დიდ ბრიტანეთში 1997 - 1999 წლებში.

კონფიდენციალური გამოკვლევა

cemd99

დედათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები 1 000 000 მშობიარეზე დიდ ბრიტანეთში 1997 - 1999 წლებში. გულის დაავადებით და სუიციდით გამოწვეული შემთხვევები კლასიფიცირებულია, როგორც არაპირდაპირი მიზეზი, ყველა სხვა, კი როგორც პირდაპირი მიზეზი.

დიდ ბრიტანეთში, 1997 - 1999 წლებში, ანესთეზიის წილი სიკვდილიანობაში შეადგენდა 2,8%-ს.

cemd





დედათა სიკვდილიანობის მიზეზები საქართველოში 1996 - 2001 წლებში.

წლები 1996 1997 1998 1999 2000 2001 შენიშვნა
აბსოლიტური და შედარებითი მაჩვენებელი აბს % აბს % აბს % აბს % აბს % აბს %
სისხლდენა 11 35,5 17 46,0 11 32,3 9 37,6 6 26 4 15 კლება
სეფსისი 2 6,5 4 10,8 7 20,5 2 8,3 4 17,3 6 22 მატება
ფილტვის არტერიის ემბოლია 7 22,5 8 21,6 5 14,7 4 16,6 7 30,4 4 15 კლება
პრეეკლამპსია 7 22,5 1 2,7 5 14,7 5 20,9 3 13 7 26 მატება
ექსტრაგენიტალური დაავადებები 2 6,5 6 16,2 4 11,7 2 8,3 3 13 4 15 მატება
სხვა მიზეზები 2 6,5 1 2,7 2 5,8 2 8,3 0 0 2 7 მატება
სულ 31 100 37 100 34 100 24 100 23 100 27 100

ძირითადი რეკომენდაციები:

  • ანესთეზიოლოგიური სამსახური უნდა არსებობდეს ყველა სამეანო კლინიკაში. ეს სამსახური პასუხისმგებელი უნდა იყოს რეგიონალური და ზოგადი გაუტკივარებისათვის, პოსტოპერაციულ პალატაში მკურნალობისათვის, მონიტორინგისათვის და ტრანსფუზიური თერაპიისათვის.
  • გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტბის მკურნალობის ტაქტიკა, პროფილაქტიკის მიზნით, უნდა იმართებოდეს ანესთეზიოლოგიური სამსახური მიერ. პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა მოიცავდეს კონსულტაციებს, გამოკვლევებს და სამედიცინო რესურსების კოორდინაციას, რომელიც საჭიროა მოცემულ შემთხვევაში.
  • როდესაც ანესთეზიოლოგი დადგება პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას, გამოცდილებას და გამოკვლევას, მას არ უნდა მოერიდოს დახმარებისათვის კოლეგებთან მიმართვა, იქნება ეს სხვა ანესთეზიოლოგი, თუ მოსაზღვრე დისციპლინის წარმომადგენელი.
  • ინვაზიურ მონიტორირებას (ცენტრალური ვენური წნევისა და არტერიული წნევის) შეუძლია სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციის მოცემა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შესახებ.
  • ინვაზიური მონიტორინგის განხორციელება განსაკუთრებით მიზანშეწონილია, როდესაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა გამოწვეულია სისხლდენით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებით.
  • სისხლდენის რისკის მქონე ორსულებს ანესთეზიოლოგის კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეთ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე.
  • ისევე როგორც სხვა სპეციალისტებს, ანესთეზიოლოგსაც ეკისრება პასუხისმგებლობა წამლების დანიშვნის, სწორი დოზირების და შეყვანის ხერხის უზრუნველყოფაში.
  • სინტოცინონს® (Alliance) შეუძლია ნაყოფის ღრმა ჰიპოტენზიის გამოწვევა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის კომპრომეტაციის დროს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ფორმულიარით, მარტინდეილით და სხვა სტანდარტული ფორმულიარებით. ინტრავენური ბოლუსის სახით შეყვანის შემთხვევაში ინექცია უნდა განხორციელდეს ნელა, არაუმეტეს 5 ერთეული დოზით.

ლიტერატურა:

Report on Confidential Enquiries into maternal deaths in the United Kingdom 1997-1999. Click here for web link

bounchome