სამეანო ანესთეზიის სახელმძღვანელო

ანბანური საძიებელი:        ლ
საძიებელი
ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობის დროს
ანალგეზია
სამშობიარო მოქმედების ეპიდურული გაუტკივარება
საკეისრო კვეთა რეგიონალური გაუტკივარებით
ზოგადი გაუტკივარება მეანობაში
ორსულობის გართულებები
სამეანო სისხლდენა
მშობიარის რეანიმაცია
ახალშობილთა რიანიმაცია
დამატებით
 

ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი

კლასიფიკაცია:

ნორმა
  1. საბაზისო რითმი - 110 - 160/წთ.
  2. საბაზისო ვარიაბელობა - > 5/წთ.
  3. საშვილოსნოს შეკუმშვის დროს გულისცემის რითმის ცვლილება არ ვლინდება.
  4. ადრეული დეცელერაციის ამპლიტუდა არ აჭარბებს 40/წთ-ში და ნორმას უბრუნდება საშვილოსნოს კონტრაქციის დამთავრებისთანავე. ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზია ნაყოფის თავის კომპრესია სამშობიარო გზებში.
ნორმის საზღვარი
  1. საბაზისო ბრადიკარდია (100 - 110/წთ) და ტაქიკარდია (160 - 180/წთ) შესაძლოა მიანიშნებდეს ნაყოფის ჰიპოქსიაზე.
  2. ვარიაბელური დეცელერაციები. (ამპლიტიდა, ხანგრძლივობა და საშვილოსნოს შეკუმშვის მიმართ დამოკიდებულება ცვალებადია) ასეთი სახის დეცელერაციები ჩვეულებრივ გამოწვეულია ჭიპლარის კომპრესიით (ბარორეცეპტორული რეფლექსი) და შეიძლება ასოცირებული იყოს ნაყოფის ჰიპოქსიასთან. უფრო იშვიათად გამოწვეულია ოლიგოჰიდრამნიოზით.
პათოლოგია
  1. საბაზისო რითმის ნორმის ზღვარს გადაცდომა. (ფეტოკარდიოგრაფიულად)
  2. გვიანი დეცელერაციები, მნიშვნელოვანი დაყოვნება საშვილოსნოს შეკუმშვის პიკსა და ნაყოფის რითმის ცვლილებას შორის.
  3. გართულების ნიშნები. ზემოთ აღნიშნული სიმპტომები და მათი კომბინაცია ჩვეულებრივ მიუთითებს ნაყოფის მნიშვნელოვან ჰიპოქსიაზე. მაგალითად ტაქიკარდია გვიანი დეცელერაციით და ბაზალური ვარიაბილურობის მოსპობით.
ფეტოკარდიოგრაფიის დროს დეცელერაციების აღწერა უნდა მოხდეს ზემოთ მოყვანილი ტერმინოლოგიით. ტერმინების: "I ტიპის და II ტიპის დეცელერაციები" ხმარება არაა რეკომენდირებული. ნაყოფის სულისცემის სიხშირეზე და მის ცვლილებაზე დაკვირვება მოითხოვს გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას.

ფეტოკარდიოგრაფიულად კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევის იდენტიფიკაციის შემთხვევაში უმეტესწილად საჭირო ხდება გადაუდებელი საკეისრო კვეთა, ან მაშებით მშობიარობა.

A. = დეცელერაციის ხანგრძივობა
B. = დეცელერაციის ამპლიტუდა
C. = დაყოვნების დრო
D. = საშვილოსნოს შეკუმშვის პიკი
E. = საშვილოსნოს შეკუმშვის ხანგრძლივობა
F. = ბაზალური ტონუსი
G. = გულის რითმის ვარიაციის გაქრობა

სურათი A-1 ტერმინოლოგია ფეტოკარდიოგრაფიული მონიტორირების დროს