მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მკურნალობა

მოკლე სამოქმედო გეგმა

დაკარგულია 500 - 1000მლ სისხლი, შოკის სურათი არ გვაქვს: საბაზისო ღონისძიებები

  • 2 ერთეული სისხლის ჯვარედინი შეთავსება.
  • სისხლის საერთო ანალიზი.
  • კოაგულოგრამა.
  • 14G კათეტერის ჩადგმა და ინტრავენური ინფუზია. (ჰარტმანის ხსნარი)
  • კლინიკური დაკვირვება.


სისხლის დანაკარგი > 1000მლ, ან შოკის კლინიკური ნიშნები: სრული სამოქმედო გეგმა

ამავდროულად: კოლეგების დახმარება, რეანიმაცია, მონიტორინგი, სისხლდენის შეჩერება.


კოლეგების დახმარება

  • დაუძახე გამოცდილ მეანს.
  • დაუძახე უფროს ორდინატორს, ან კონსულტანტს.
  • დაუძახე ანესთეზიოლოგებს.
  • გააფრთხილე ჰემატოლოგი.
  • გააფრთხილე მორიგე სისხლის გადასხმის სამსახური.
  • დაუძახე მიმღების მორიგეს ორსულის სისხლის ნიმუშის მისაღებად.

რეანიმაცია

  • 2 ინტრავენური კანულის ჩადგმა. (14G)
  • თავის მხარის დაწევა. (ტრენდელენბურგის პოზიცია)
  • ჟანგბადი ნიღბით - 8 ლ/წთ.
  • ჯვარედინად შეთავსებული სისხლის გადასხმა. გადასხმის სისწრაფე მოთხოვნის შესაბამისად.
    • კრისტალოიდები, მაგალითად ჰარტმანი.
    • კოლოიდები, მაგალითად გელოფუზინი.
    • ექსტრემალურ სიტუაციებში დასაშვებია თანამოსახელე ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის, ან თანამოსახელე ჯგუფის შეუთავსებელი სისხლის გადასხმა
  • გამათბობლის გამოყენება.
  • წნევით გადასხმის მოწყობილობების გამოყენება.
  • არ გამოიყენო სისხლის მიკროფილტრი.
  • არ გადაასხა მაღალმოლეკულური დექსტრანები.
  • თუ ნაჩვენებია გადაასხი 1 ლ-მდე ახლად გაყინული პლაზმა და კრიოპრეციპიტატი.

 

მონიტორინგი / გამოკვლევა

  • 6 ერთეული სისხლის ჯვარედინი შეთავსება.
  • სისხლის საერთო ანალიზი.
  • კოაგულოგრამა.
  • პულსოქსიმეტრიის, არტ. წნევის, ECG-ს მონიტორინგი
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და საათობრივი დიურეზის მონიტორინგი.
  • ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.
  • განიხილეთ პაციენტის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა.
  • კლინიკური დაკვირვება.

სისხლდენის შეჩერება

  • გამორიცხეთ სისხლდენის სხვა, საშვილოსნოს ატონიისაგან განსხვავებული, მიზეზები.
  • უზრუნველყავით შარდის ბუშტის დაცლა.
  • საშვილოსნოს ბიმანუალური მასაჟი.
  • ინტრავენურად ოქსიტოცინი 10 ერთეული.
  • ინტრავენურად მეთილერგომეტრინი 500მკგ.
  • ოქსიტოსინის ინფუზია. (30 ერთეული 500მლ-ში.)
  • კუნთებში კარბოპროსტი 500მკგ.
  • დროული ქირურგიული ჩარევა. (ჯობს ადრე, ვიდრე გვიან)
  • დროული ჰისტერექტომია.

SCOTTISH OBSTETRIC GUIDELINES & AUDIT PROJECT prepared June 1998
A Guideline development project initiated by the Scottish Executive Committee of the RCOG, funded by the Clinical Resource & Audit Group of the SODoH and working to the methodology of the Scottish Intercollegiate Guidelines Network

bounchome